• Live

  • Album cover

რადიო "პალიტრის" დამფუძნებელია დამოუკიდებელი მედია ჯგუფი "პალიტრა მედია". რადიო მაუწყებლობს 2008 წლის 17 აგვისტოდან. მისი სამაუწყებლო პოლიტიკის პრიორიტეტია ინფორმაცია- ოპერატიული, სანდო, მიუკერძოებელი. საინფორმაციო გამოშვებები (ყოველ ნახევარ საათში) ეყრდნობა, ერთ-ერთი რეიტინგული საინფორმაციო სააგენტოს "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციას. რადიო "პალიტრა" შერეული ტიპის მაუწყებელია: საინფორმაციო მიმართულება. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულება. საავტორო- ანალიტიკური პროექტები. შემეცნებით-გასართობი მიმართულება. მუსიკალური მიმართულება. რადიო "პალიტრის" მსმენელს, აქვს საშუალება მაქსიმალურად ოპერატიულად მიიღოს მიუკერძოებელი, სანდო ინფორმაცია. იყოს ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების საქმის კურსში. სისტემატიურად მოისმინოს ცნობილი ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალა, სხვადასხვა დარგის ექსერტთა ანალიზი, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ღია ეთერში გამართულ ინტერაქტიულ დისკუსიებში, მოუსმინოს სხვადასხვა ჟანრის სასიამოვნო მუსიკას.